ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და „სულაკაურის გამომცემლობა" 2020 წლის 23 დეკემბერს, 19 საათზე მართავს აკად. რისმაგ გორდეზიანის ბერძნული ცივილიზაციის მესამე, დამასრულებელი ტომის - „ელინისტური ეპოქიდან გვიანანტიკურობამდე” ონლაინ პრეზენტაციას.
მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში. პრეზენტაციაზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა Zoom-ის ბმული: https://bit.ly/3mulDXn
პრეზენტაციის მსვლელობას აგრეთვე, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ინსტიტუტისა და გამომცემლობის Facebook-ის გვერდებზე:
https://www.facebook.com/InstituteofClassicalByzantineandModernGreekStudies/
https://www.facebook.com/sulakauripublishing/